„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ხმა მე-15-ე საარჩევნო უბანზე მისცა, რომელიც მე-3-ე საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული .
„მე ვსარგებლობ როგორც პასიური, ისე აქტიური ხმის უფლებით, რადგან ვარ ამომრჩეველი და კანდიდატი ერთდროულად. ხმა მივეცი უფრო ლამაზ, კეთილმოწყობილ, სიცოცხლით სავსე და მოწესრიგებულ ზუგდიდს, სადაც ადამიანებს უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს. ვფიქრობ, ზუგდიდელების უმრავლესობა სწორედ ამგვარ არჩევანს გააკეთებს“, - აღნიშნა რუსუდან პაჭკორიამ, რომელიც ხმის მისაცემად უბანზე არასრულწლოვან შვილთან ერთად მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები