საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ ქალაქის #1 საარჩევნო უბანზე.„მე ხმა მივეცი უკეთეს მომავალს, კეთილდღობას. გამარჯვების შემთხვევაში არ ვიქნები ერთი რომელიმე პოლიტიკური გუნდის მერი, ვიქნები თითოეული მოქალაქის მერი“, - აღნიშნა თეიმურაზ ბასილაიამ. ის საარჩევნო უბანზე ცოლთან და ორივე შვილთან ერთად მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები