კოალიცია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ხმა ინგირის საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
მედიასთან საუბრისას იგი მისი ოპონენტის, "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატ თენგიზ გუნავას განცხადებას გამოეხმაურა,სადაც გუნავამ ანაკლიის 32-ე უბანში მომხდარ ინციდენტში "ქართული ოცნება" დაადანაშაულა.
„ეს ადამინი 2012 წლის შემდეგ კი არ დაკარგულა 2008-ში დაიკარგა და არვინ არ იყენებს ამ ოჯახს არანაირი პროვოკაციისთვის. ბოლო 15 დღის კვლევების მონაცემებით, ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ არჩევნებს,“-აღნიშნა თოლორაიამ.
მასალის გამოყენების პირობები