"ნაციონალური მოძრაობის "ლიდერმა გიგა ბოკერიამ და ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს ,სადაც #80-ე საარჩევნო უბანზე აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრეს.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოში და განსაკუთრებით ზუგდიდში ვხედავდით ძალადობის კამპანიას „ნაციონალური მოძრაობის“ და თენგიზ გუნავას მიმართ.„დღეს ეს პროცესი გაგრძელდა, ადამიანებს, რომლებსაც პირადი ტრაგედია აქვთ მიუთითეს რომელ უბნნზე უნდა ჩაეშალათ პროცესი,“-აღნიშნა ბოკერიამ.
ლიდერებმა ისაუბრეს #80-ე უბანზე არსებულ დარღვევეაზე, სადაც ადამიანის პირადობის მოწმობის გაყალბებას ჰქონდა ადგილი.მათი ინფორმაციით, ვინმე ნოდარ გვილავას პირადი ნომრით ქალბატონია რეგისტრირებული და მონაცემები გაყალბებულია ცესკოს ვებ გვერდზეც. „მამაკაცის პირადობის მოწმობის ნომერი როგორც კი შევიყვანეთ ცესოს ვებ-გვერდზე გადასამოწმებლად, ამოაგდო ქალის სახელი და გვარი და ფოტო. გამოდის, რომ ცესკოსაც ყალბი მონაცემები უდევს“, - აღნიშნეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.
მათ ასევე მოუწოდეს მმართველ პარტიას, თავი შეიკავონ სიტუაციის დაძაბვისგან და დარჩენილმა დრომ, დღის მეორე ნახევარმა მშვიდად ჩაიაროს.
მასალის გამოყენების პირობები