Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/s1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/s1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/s1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/s1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლება სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია გამართეს
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა და „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თენგიზ ჯგუშიამ, შტაბის წევრებთან ერთად,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია გამართა. მან პოლიციის უფროსი გია ბესელია „ქართული ოცნების“ მფარველობაში დაადანაშაულა. „საარჩევნო ტემპერატურა „ოცნების“ მხრიდან ძალიან მაღლა იწევს, აყალბებენ არჩევნებს და პირადად შენ ბესელია, ხელს უწყობ ამ ყველაფერს. შენ იყავი ცნობილი ზონდერი „ნაციონალების“ და იგივეს აკეთებ დღეს „ოცნების“ სახელით“, - მიმართა ჯგუშიამ პოლიციის უფროსს, გრიგოლ ბესელიას მეგაფონის საშუალებით, რომელთანაც შეხვედრას უშედეგოდ ითხოვდა. თენგიზ ჯგუშიას სამმართველოს წარმომადგენელბი შეხვდნენ და განუცხადეს, რომ ნებისმიერი სახის დარღვევა, რომელიც დაფიქსირდება რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. ამასთან, მათ ჯგუშიას განუმარტეს, რომ თუ ის დარღვევაზე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის წერილობით მიეწოდებინა. მანამდე, თენგიზ ჯგუშიამ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ზუგდიდში მოსალოდნელ არეულობაზე და შეტაკებებზე ისაუბრა. ჯგუშიას განმარტებით, მათ #30 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ 50 კაციანი ჯგუფი, დააფიქსირეს, რომელსაც ვინმე გრიხა მიქავა ხელმძღვანელობდა. „ზუგდიდში “ოცნების“ ზონდერები სისხლისმღვრელი შეტაკებების საფუძველს ქმნიან. ამ ჯგუფს ვიმე გრიხა მიქავა ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე როლანდ ახალიასთან ასრულებდა იგივე დავალებებს. მოვარდნენ #30 საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენ, „ოცნების“ წარმომადგენლის მიერ უკანონოდ კამერის შეტანასთან დაკავშირებით, ვიყავით მისულები და მაპროვოცირებელ და მუქარის ტონით ჩვენს წარმომადგნლებს მოუწოდებდნენ არ ევლოთ საარჩევნო უბნებზე. მე თენგიზ ჯგუშიამ სულ ცოტა ხნის წინ ასობით ადამიანი გადავარჩინე  სისხლისმღვრელ შეტაკებას“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ ბრიფინგზე. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ვრცელი კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევევნ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.