15.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 992 712 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,94%-ია. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 15.00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 32%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმში 47%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ამ დროისათვის დაფიქსირებულია თბილისში და 23,8% შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები