ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრები და მხარდამჭერები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ. ეგიტპოლების თანახმად, გამარჯვებული პარტიის აქტივისტები ქალაქში ავტომობილებით გადაადგილდებიან და ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავენ.
„ქართული ოცნების“ თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდის მერობის, ჯერ კიდევ, კანდიდატი ირაკლი გოგოხია თავის ამომრჩევლებს 24 საათიან მუშაობას ჰპირდება და ამბობს, რომ პირველ რიგში პრობლემების მოგვარების გზები და მიდგომები უნდა შეიცვალოს.
„ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ქალაქმა ასე დამიჭირა მხარი. ჩემო თანაქალაქელებო ძალიან მიყვარხართ და ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო“,- აცხადებს ირაკლი გოგოხია.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში საბოლოო შედეგებს ელოდებიან და აცხადებენ, რომ მათ ზუგდიდის თემში გამარჯვების იმედი აქვთ. ამასთან, ყოფილ მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები მთელი რიგი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.
„ის ერთი გაყალბებული პასპოტრტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ არავინ იცის როგორ გაკეთდა, ამიტომ არის საფუძვლიანი ეწვი, რომ ქალაქში ე.წ „კარუსელი“ დატრიალდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში პარტიის ლიდერებმა, #80-ე უბანზე დაფიქსირებული ყალბი პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს. მათი ინფორმაციით, ვინმე ნოდარ გვილავას პირადი ნომრით ქალბატონია რეგისტრირებული და მონაცემები გაყალბებულია ცესკოს ვებ გვერდზეც.
„მამაკაცის პირადობის მოწმობის ნომერი როგორც კი შევიყვანეთ ცესოს ვებ-გვერდზე გადასამოწმებლად, ამოაგდო ქალის სახელი და გვარი და ფოტო. გამოდის, რომ ცესკოსაც ყალბი მონაცემები უდევს“, – აღნიშნეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“.
მასალის გამოყენების პირობები