საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში 42 უბნის მონაცემებია დათვლილი.
ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: კოალიცია „ქართული ოცნება“- ირაკლი გოგოხია 58.33%-ით ლიდერობს, მას მოსდევს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი თეიმურაზ ბასილაია 33.16%-ით. მესამე ადგილს 4.21 %-ით „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი რუსუდან პაჭკორია იკავებს, ხოლო ბოლო ადგილზე „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ კანდიდატი ირაკლი ღურწკაია 4.3%-ით იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ზუგდიდის ოლქის სრული შედეგები, ცესკო ამ ეტაპზე ოლქის მხოლოდ 42 უბნის მონაცემებს ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები