საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის გამგებლის პოსტზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა.
კოალიცია „ქართული ოცნება“-ედიშერ თოლორაია 52.16 %-ით ლიდერობს, მას მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თენგიზ გუნავა, რომელმაც ხმათა 33.16% მიიღო. მესამე ადგილს 2.62% -ით „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი გოგიტა ბიგვავა იკავებს. მას მოსდევს ბოლო ადგილზე „არსაპარლამენტო ოპოზიციის“ კანდიდატი ოთარ ჭითანავა 2.18 %-ით და „სამეფო დარბაზის“ კანდიდატი ვახტანგ ანთია 0.31%-ით. თუმცა,
ცესკოს ეს მონაცემები საბოლოო არ არის და მხოლოდ 55 უბნის შედეგებს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები