საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, თვითმართველ ქალაქ ზუგდიდში 66 უბნის პროპორციული მაჩვენებლით, 54,88%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33,81%-ით. „ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ“ ხმების 4,5% მიიღო. „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა - ჩიხრძემ“ ხმათა 3,08% მოიპოვა. ხმების 1,86% მიიღო „შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტიამ“. "ქრისტიან დემოკრატიული პარტიამ" (ქრისტიან დემოკრატები) კი 1, 22%. დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა 1% - იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
მასალის გამოყენების პირობები