2014 წლის თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში, მესტიაში ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული "ქართული ოცნების“ კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი გახდა.
თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს არჩევნებში, 16 მაჟორიტარული ოლქიდან 15-ში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. საბოლოო კვოტები როგორ გადანაწილდა ჯერჯერობით ცნობილი არა არის.
არჩევნებში მონაწილეობა 4973 ამომრჩეველი მივიდა, რაც 60,34 % შეადგენს.
სვანეთში არჩევნებში მონაწილეობა 2389 ქალმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 48,4 % შეადგენს.
არჩევნებში მონაწილეობა 2584 მამაკაცმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 51,96% შეადგენს.
მესტიის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოსა და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში ცესკოს მონაცემებით 8242 ამომრჩეველი , 40 საარჩევნო უბანი და 16 საარჩევნო ოლქი იყო.
მასალის გამოყენების პირობები