ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ყველა მაჟორიატარი დეპუტატი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქნება.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გახდნენ: მერაბ ქვარაია, ნუგზარ სარია, გიორგი თოდუა, ვახტანგ გოგილავა და ნიკოლოზ ზარქუა.
რაც შეეხება პროპორციული მაჩვენებლით, ქალაქის საკრებულოს წევრებს, მათი ვინაობა ხმების საბოლო დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პროპორციული მაჩვენებლით 53, 99% -ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხმათა 34, 17%-ით. „ბურჯანაძე – ერთიანმა ოპოზიციამ“ ხმების 4,35% მიიღო. „არასაპარლამენტო ოპოზიცია – კუკავა – ჩიხრძემ“ ხმათა 3,35% მოიპოვა.
ამ დროისთვის ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გახსნილი 106 უბნიდან 104 დათვლილია.
მასალის გამოყენების პირობები