დიდი მოცულობის მიწისა და კლდის ჩამოშლის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნულის გამო საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა.
რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დიდი მოცულობის მიწა და კლდე უკვე მესამედ ჩამოიშალა.
მასალის გამოყენების პირობები