სოფელ უშაფათის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა. "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ევროპული ტიპის ინდივიდუალური მრიცხველები 289 აბონენტს დაუმონტაჟა.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 72 250 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
"სოფელი უშაფათი იყო ბოლო სოფელი სენაკის რაიონში არსებული 14 სოფლიდან, რომლითაც მთლიანად დასრულდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება სენაკის რაიონში. აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია. მართალია სენაკის რაიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოებს სხვა რეგიონებში და 2015 წლისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდება ჩვენი მომსახურების არეალის მასშტაბით", – განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებს უფროსმა ავთო დვალიშვილმა.
გამრიცხველიანების სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა 0,4 კილოვოლტის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც შეიცვალა 180 ცალი ამორტიზებული ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის ბოძებით, გაიჭიმა 45 კმ სიგრძის კაბელი და აგრეთვე რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები.
"ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხვას უამინდობის და სხვა მიზეზის გამო გაწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალიშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას", - განმარტავენ კომპანიაში.
მასალის გამოყენების პირობები