აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს სომხეთის მთავრობების წარმომადგენლებს შორის განხილვის საგანი არ ყოფილა , - ამ თემაზე განმარტებები ჟურნალისტების კითხვის პასუხად მინისტრებმა გიორგი კვირიკაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ გააკეთეს.
კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი ურთულესია, როგორც ტექნიკური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ დღეს ამ საკითხზე საუბარი არ გამართულა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საათნახევრიან შეხვედრაზე რკინიგზის თაობაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა.
მასალის გამოყენების პირობები