Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC06068.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC06068.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC06068.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC06068.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ნიკიტა მარშუნოკი - "ანაკლიას ახალ მსოფლიო მექად ვაქცევთ"
17 ივნისს ანკალიაში, სასტუმრო „ოქროს საწმისში“ რესპუბლიკა - Z“-ის ჯგუფმა, რუსი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. 25 - მდე ჟურნალისტი საქართველოში, სპეციალურად, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს დაგეგმილი, „რესპუბლიკა -Z“-ის პროექტის გასაშუქებლად ჩამოვიდა. მედია-ტურის მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტი. „რესპუბლიკა - Z“-ის პრეზიდენტმა, ნიკიტა მარშუნოკმა პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 15 კაციანი ჯგუფი, მოსამზადებელ სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. მან რუს და უკრაინელ ჟურნალისტებს აუხსნა, რომ ანაკლია-განმუხურის სანაპირო მისი ბუნებრივი პირობებით და უკვე არსებული ინფრასტრუქტურით, ზედგამოჭრილი აღმოჩნდა იმისათვის, რომ პროექტ „რესპუბლიკა - Z“-ის საქართველოში განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიეღოთ. პრესკონფერენციაზე ნაჩვენები იქნა საპრეზენტაციო ფილმი, რომელიც „რესპუბლიკა - Z“-ის ნანა-ფილმების სტუდიამ უკვე ანაკლიაში გადაიღო. „რესპუბლიკა - Z“ -ის გუნდმა წარმოადგინა პროექტის პროგრამა, რომლის თანახმად სხვადასხვა მოედანზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სპორტული და სანახაობრივი „ივენთები“. წელს „რესპუბლიკა - Z“ - ის სტუმრები იხილავენ 100- ზე მეტ დიჯეის და მუსიკოსს უკრაინიდან, რუსეთიდან, ევროპიდან და საქართველოდან. ასევე, აქ იმოქმედებს კინოთეატრი ღიას ცის ქვეშ, სადაც ღამის საათებში კინოჩვენებები გაიმართება. მანვე აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, ჩამოსული და ადგილობრივი სტუმრების პროცენტული თანაფარდობა 60/40 იქნება. ჟურნალისტების კითხვები ძირითადად ტრანსპორტირების საკითხებს ეხებოდა. მარშუნოკის განმარტებით ხუთშაბათიდან მათ საიტზე დაიდება სრული ინფორმაცია ტრანსპორტირებასა და ვიზებთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა იმას, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო პირობა, რომ აეროპორტიდან „რესპუბლიკა - Z“- ის ვიზის მქონე სტუმრებს დანიშნულების ადგილამდე უფასო „შათლები“ მოემსახურება. ასევე მათი გუნდის გადაწყვეტილებით, ქართველი და უკრაინელი ქალბატონებისთვის „რესპუბლიკა - Z“ - ის ვიზები უფასოა. ჩამოსული სტუმრები დაბინავდებიან ანაკლიის სასტუმროებში, სადაც ყველა ნომერი ამ პერიოდისთვის უკვე დაჯავშნილია. დაიტვირთება კერძო სექტორიც, რომელთანაც მიმდინარეოს მოლაპარაკებები. ასევე დაიდგმება კემპინგები, ზღვაში კი მცურავი სასტუმრო მოეწყობა. მედია ტურის მონაწილე უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრო სიჩმა, რომელიც მუსიკალურ არხს M1 წარმოადგენს, თქვა, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის პირველად იყო საქართველოში და მიაჩნია, რომ ის სივრცე და შესაძლებლობები, რაც არსებობს ანაკლიაში საშუალებას მისცემს ორგანიზატორებს პროექტი წარმატებულად განახორციელონ. ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომლის განვითარება მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად აქცევს. გაზეთ „რუსკი რეპორტიორის“ კორესპონდენტი ნატალია ზაიცევა საქართველოში უკრაინის გავლით ჩამოვიდა. ის ჩვენს ქვეყანაში პირველადაა და მიაჩნია, რომ ანაკლია იდელური ადგილია ასეთი პროექტის განსახორციელებლად. „ადრე არასოდეს ვყოფილვარ კაზანტიპში, თუმცა გავრცელებული მასალებისა და გამოხმაურებების მიხედვით, ანაკლია 10 - ჯერ უფრო მოსახერხებელია მსგავსი პროექტისთვის, ვიდრე-პოპოვკა. პროექტი ძალიან პოპულარულია რუსეთში, განსაკუთრებით, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. ჩამოვლენ თუ არა ისინი აქ, დამოკიდებულია მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე, რადგან საქართველოში მგზავრობა გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე ყირიმში, ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოზე. თუმცა მე ვთვლი, რომ მიუხედავად არსებული სტერეოტიპებისა, აქ გაცილებით უფრო მეტი ევროპული ფასეულობები და ჩვევები დავინახე, ვიდრე რუსეთში“ , - აღნიშნა რუსმა ჟურნალისტმა. ჟურნალისტებთან საუბრისას „რესპუბლიკა - Z“ - ის პრეზიდენტმა, ნიკიტა მარშუნოკმა აღნიშნა, რომ ძირითადი ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში „რესპუბლიკა - Z“ - ის გუნდი ანაკლიას უკვე სრული შემადგენლობით ეწვევა და დაიწყება პროექტისთვის ინფრასტრუქტურისა და მოედნების მოწყობა. „ახალი ფურცლიდან ვიწყებთ, ანაკლიას ახალ მსოფლიო მექად ვაქცევთ, ვრჩებით სახელმწიფოდ და გავაგრძელებთ ჩვენი რესპუბლიკის სრულყოფაზე ზრუნვას“- განაცხადა ნიკიტა მარშუნოკმა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.