ივლისიდან თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელება იწყება. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების’’ მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,სერვისეირმა’’ გაიმარჯვა, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი იყო.
თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება, ხოლო მგზავრობის ღირებულება 50 ლარი იქნება. ხელშეკრულების მიხედვით, ფრენების განხორციელების უფლება კომპანიას 3 წლის ვადით მიეცა. ტენდერის პირობების თანახმად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 904 462 ლარს შეადგენს.
გასულ წლებში მესტიის მიმართულებით ჯერ კანადური კომპანია ,,კენ ბორეკ ეარი’’, შემდეგ ქართული ავიაკომპანიები „ავიასერვისი“ და ,,თუშეთი“ დაფრინავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები