სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა: თემურ შენგელიამ, ნორა თოდუამ, ეკატერინე დგებუაძემ, ია კვარცხელიამ და მანანა ხუხუამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად და ბრალეულად შესრულებისთვის, დისციპლინარული პასუხისიმგებლობის ზომა, პირად საქმეში შეტანით, გაფრთხილება მიიღეს.
მათი ქმედებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილის საფუძველზე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს, 20 ივნისს განიხილეს.
განხილვას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის 13 წევრი ესწრებოდა. ნაჩვენები იქნა #97 უბანზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, წაკითხულ იქნა უბანზე მომუშავე 11 კომისიის წევრის ახსნა-განმარტებითი ბარათი.
მიუხედავად დაბარებისა, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში არ გამოჩენილან ნორა დგებუაძე და მანანა ხუხუა.
კომისიის წევრებმა გაფრთხილება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის 22-ე და 77-ე მუხლის თანახმად მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები