დღეს, ფოთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი იმყოფებოდნენ. მათ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მთავარ ნაგავსაყრელზე მიმდინარე პირველადი საექსპლუატაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
"მყარი ნარჩენების კუთხით იყო სრული განუკითხაობა, ჩვენ დავიწყეთ ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების გახსნა, თანხებს რაც შეეხება, სახელმწიფო თავისი ხარჯებით ახორციელებს პროექტს, თუმცა დროთა განმავლობაში მოხდება ინვესტორების მობილიზაცია" , - განაცხადა ფოთში ყოფნისას თემურ მურღულიამ.
ამასთან, მურღულიამ აღნიშნა, რომ მყარი ნარჩენების კომპანიას ფოთის მთავარი ნაგავსაყრელი ერთი კვირის წინ გადაეცა. საექსპლუატაციო სამუშაოები იქ უკვე დაწყებულია.
ფოთის მთავარი ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 700 000 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები