მარტვილის 35-ე მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენები დღეს ხელახლა გადაითვლება.სენაკის რაიონულმა სასამართლომ,21 ივნისს მარტვილის 35-ე საარჩევნო ოლქში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით "თავისუფალი საქართველოს" და "ახალი მემარჯვენეების" სარჩელი განიხილა.
"როგორც უმეტეს შემთხვევაში, მარტვილის 35-ე ოლქში უამრავ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ძალიან დიდი რაოდენობით ბიულეტენები იყო ბათილად ცნობილი, საარჩევნო უბნისა და ოლქის მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული საჩივრების განხილვა 22 ივნისს დაამთავრა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა "თავისუფალი საქართველოს" და "ახალი მემარჯვენეების" მოთხოვნა და 35-ე მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენები 23 ივნისს ხელახლა გადაითვლება", _ აცხადებენ პარტიაში.
მასალის გამოყენების პირობები