Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10383578_712613428800907_2111918732866326379_n.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10383578_712613428800907_2111918732866326379_n.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10383578_712613428800907_2111918732866326379_n.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10383578_712613428800907_2111918732866326379_n.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების დღის სადაკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში
19 ივნისი, 2014 წელი, ზუგდიდი - ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებს 35 დამკვირვებლის საშუალებით აკვირდებოდა ფოთში, ზუგდიდის თვითმმართველ ქალაქსა და ზუგდიდის თვითმმართველ თემში. შერჩეული უბნებიდან ნაწილი დევნილების კომპაქტურ დასახლებებშია განლაგებული. 31 სტაციონალური დამკვირვებლის გარდა, მობილური ჯგუფების საშუალებით „საუნჯემ“ დამატებით 21 საარჩევნო უბანი მოინახულა სამივე მუნიციპალიტეტში. სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებიდან “საუნჯე” ერთადერთია, რომელიც ამ ოლქებში დააკვრიდა არჩევნებს. ამომრჩევლის აქტივობა იმ უბნებზე, სადაც “საუნჯის” დამკვირვებლები იმყოფებიდნენ, საშუალოდ 35%-ია, აქედან ფოთსა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდში - 39% და ზუგდიდის თვითმმართველ თემში - 30%. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ დევნილთა საარჩევნო აქტივობა ქალაქის ტიპის დასახლებებში მცირედით დაბალია არადევნილ ამომრჩევლებთან შედარებით. ზუგდიდის სოფლებში კი აქტივობა ერთგვაროვანია როგორც დევნილებით კომპაქტურად დასახლებულ, ისე სხვა უბნებშიც. მთლიანობაში, ფოთსა და ზუგდიდში კენჭსყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. ერთი უბნის გარდა, სადაც არჩევნები ჩაიშალა, დარღვევები საერთო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა. თუმცა ხმის დათვლის პროცესი მეტი ხარვეზით მიმდინარეობდა და გარკვეული შეუსამაბობებიც დაფიქსირდა რამდენიმე შემაჯამებელ ოქმში. დადებითად უნდა შეფასდეს ზუგდიდისა და ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების და ცესკოს მხრიდან დროული და ეფექტიანი რეაგირება. “საუნჯის” დამკვირვებლები მხოლოდ ჩანაწერთა წიგნით შემოიფარგლებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა უმნიშვნელო იყო ან/და შესაბამისი კომისია დროულად ახდენდა რეაგირებას. „საუნჯის“ დამკვირვებლებმა დაახლოებით 30 დარღვევა დააფიქსირეს უბნებზე, რომელთაგან ოცამდე ტექნიკური ხასიათის იყო და კვალიფიკაციის ნაკლებობით და არაორგანიზებულობით იყო გამოწვეული. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია: ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა, საარჩევნო დოკუმენტაციის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენა, დამკირვებლის უფლების შეზღუდვა, წილისყრის პროცედურების დარღვევა, დევნილის ხმის უფლების შეზღუდვა, შემაჯამებელი ოქმის ასლის არგაცემა, შეუსაბამობები შემაჯამებელ ოქმებში. კენჭსყრის პროცესის დროს გამოვლენილი დარღვევები: კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა/ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა ზუგდიდის თემის #32 უბანზე (ანაკლია) არჩევნები ჩაიშალა რამდენიმე ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ყუთისა და სხვა ინვენტარის დაზიანების გამო. საარჩევნო დოკუმენტები უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ზუგდიდის თემის #42 უბანზე (სოფ. დარჩელი) საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიეთილენის პარკში გახვეული 200-მდე სპეციალური კონვერტი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტაცია ცდილობდა ხელი შეეშალა “საუნჯის” დამკვირვებლისთვის, რათა აღნიშნული ფაქტი არ დაფიქსირებულიყო საჩივრით ან ჩანაწერთა წიგნში შენიშვნით. დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა ფოთის #4 და #16 საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს არ მისცეს უბნის გახსნის პროცედურაზე დასწრების შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში პრობლემა ოლქში დარეკვის შემდეგ მოგვარდა. ზუგდიდის თემის #33 უბანზე “საუნჯის” დამკვირვებელს მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ მიეცა საშუალება ინფორმაცია შეეტანა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. დარღვევები ეხებოდა ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენლის უბანზე ყოფნას და საარჩევნო კაბინაში ფოტოგადაღების ფაქტს. წილისყრის/კენჭისყრის პროცედურის დარღვევა ზუგდიდის თემის #76 უბანზე დილის წილისყრის პროცედურა არ ჩატარდა სათანადოდ და ფუნქციები თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გადანაწილდა. ქალაქ ზუგდიდის #16 უბანზე სადმონსტრაციო ოქმში ფანქრით შეავსეს მონაცემები, #10 უბანზე კი სათანადოდ არ იყო შევსებული შესაბამისი ოქმი. მიუხედავად მითითებისა, #16 უბანზე დარღვევა არ აღმოფხვრილა. ზოგადად, “საუნჯის” დამკვირვებლებმა უბნების დიდ ნაწილში დააფიქსირეს სადემონსტრაციო ოქმის არასათანადოდ შევსების შემთხვევები. ზემგომ კომისიებთან მიმართვისას აღმოჩნდა, რომ სწორედ საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების მითითებით ხდებოდა კანონის მოთხოვნის უგულებელყოფა. საარჩევნო სუბიექტების ერთზე მეტი წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე ზუგდიდის ორი ოლქის რვა უბანზე იმყოფებოდა “ქართული ოცნების” და არასაპარლამენტო ოპოზიციის ორი-ორი წარმომადგენელი. დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა ყველგან აღმოიფხვრა, გარდა ზუგდიდის თემის #94 უბნისა, სადაც აღნიშნულმა აგრესია გამოიწვია და პრობლემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჩარევით მოგვარდა. კანონით გათვალისწინებულზე ნაკლები ბიულეტენები უბნებზე არაერთ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა რეგისტრირებულ ამორჩეველზე 150-200-ით ნაკლები იყო. მართალია, საარჩევნო კოდექსი არ მოითხოვს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების მეტობით დამრგვალებას, მხოლოდ იმას, რომ ბიულეტენების რაოდენობა უნდა იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისი, 50-ის ჯერადი ოდენობით. თუმცა, კანონის მიზნიდან გამომდინარე, აღნიშნული დებულება მიუთითებს კანონის იმგვარ ინტერპრეტაციაზე, რომ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა და ამომრჩეველთა რაოდენობას შორის ცდომილება იყოს მაქსიმუმ 50. დევნილების ხმის უფლება რამდენიმე საარჩევნო უბანში რეგისტრირებულ დევნილ ამომრჩევლებს ხმის მიცემის პრობლემა შეექმნათ. კანონდმებლობით, დევნილმა კენჭსყრაში მონაწილეობის მისაღებად პირადობის მოწმობასთან ერთად დევნილის მოწმობაც უნდა წარდგინოს. აღსანიშნავია, რომ დევნილთა ხელახალი სავალდებულო რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებს ახალ დევნილის მოწმობები ურიგდებათ. დევნილთა დიდ ნაწილს ახალი მოწმობები არ აუღია. თუმცა, მოწმობის ახალი ფორმის დამტიცებით არ გაუქმებულა დევნილებზე მანამდე გაცემული დევნილის ინდივიდუალური მოწმობები და მათი გამოყენებით ხმის მიცემა შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე უბაზე დევნილის ძველი მოწმობით გამოცხადებულ ამომრჩევლებს უარი უთხრეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. „საუნჯის“ დამკვირვებელმა პრობლემა საოლქოს ჩარევითაც ვერ მოახერხა. მხოლოდ ცესკოს მიერ გაიცა შესაბამისი ინსტრუქცია და ამომრჩევლებმა შეძლეს აქტიური ხმის უფლების რეალიზაცია. ხმის დათვლის პროცესი: ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები უფრო მრავლადაა, თუმცა იმის გამო, რომ შენიშვნაზე, უმეტეს შემთხვევაში, კომისიის წევრების მხრიდან აგრესია მოდიოდა, „საუნჯის“ დამკვირვებლები პრობლემის ერთხელ დაფიქსირების შემდეგ პოლემიკაში აღარ შედიოდნენ და დარღვევებს აღნუსხავდნენ. უფრო კონკრეტულად, შემდეგი სახის დარღვევები გამოიკვეთა: შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის წესების დარღვევა/იგნორირება: ზუგდიდში არაერთი უბნის შემაჯამებელი ოქმების ასლები იმდენად უხარისხოა, რომ მონაცემები არ იკითხება, ზოგ შემთხვევაში ინფორმაციის ნაწილია ჩამოჭრილი. დამკვირვებელთა მოთხოვნის მიუხედავად, დაირღვა შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის წესები. ზუგდიდის ქალაქის #12 საარჩევნო უბანზე ოქმებს აკლია ბეჭედი და ერთი ხელმოწერა, ზუგდიდის ქალაქის #26, #18, #11, #16, #15 და #84 შემაჯამებელ ოქმებს აკლია ერთი ხელმოწერა, ზუგდიდის ქალაქის #28 საარჩევნო უბანზე საერთოდ არ აქვს ბეჭედი და ხელმოწერა, ხოლო ფოთის #16 უბნის ოქმის დედანს არ აქვს ბეჭედი, ოქმის ასლზე კი ორივე ხელმოწერაა გამოტოვებული. ფოთის #7 უბანზე, დამკვირვებლის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ქსეროქსის მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით არ გასცეს შემაჯამებელი ოქმების ასლები. ზუგდიდის ქალაქის #84 უბანზე თავმჯდომარემ უბანზე მყოფ ყველა უფლებამოსილ პირს შემაჯამებელი ოქმების ნაცვლად სხვა - ე.წ. “სავარჯიშო ოქმი” გადასცა ანალოგიური ინფორმაციით, რომელიც ბეჭდით და ხელმოწერით დაამოწმა. მოთხოვნის მიუხედავად, თავმჯდომარე ამტიკცებდა, რომ ამ დოკუმენტსაც ანალოგიური ძალა ჰქონდა. შემაჯამებელი ოქმების შესწავლა-ანალიზის შემდეგ შემდეგი სახის ხარვეზები/შეუსაბამობები გამოვლინდა: შეუსაბამობები და ხარვეზები შეამაჯებელ ოქმებში ზუგდიდის #12, #15, #16, #18, #24, #26, #28, #53, #64, #76, #77, #83 და ფოთის # 3, #5, #16, #34 უბნებზე შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ დგება. კერძოდ, ექვს სხვადასხვა შემაჯამებელ ოქმში (ძირითადად მაჟორიტარულში, ასევე მერობის/გამგებლობის) კანდიდატების მიერ მიღებული და გაფუჭებული ბიულეტენების ჯამი ნაკლებია მოსული ამომრჩევლების რაოდენობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფოთის #16 უბნის პროპორციულლის სიის შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც მიღებული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამი 100-ით ნაკლებია მოსული ამომრჩევლის რაოდენობაზე. ბალანსი დარღვეულია ასევე სამივე ტიპის ბიულეტენის საერთო რაოდენობის მითითებით თითოეული ტიპის ოქმში (ზუგდიდის #11, #18, #33) და სამივე ტიპის ბათილი ბიულეტენის მითითებით თითოეული ტიპის ოქმში (ზუგდიდის #10, #11, #18). ზოგადად, უბნების დიდ ნაწილზე ოქმების შევსება ხარვეზიანი იყო: ინფორმაციის არასწორად შეყვანა (ფოთის #16, #33 უბნების მაჟორიტარულ ოქმში მოსული ამომრჩევლი რაოდენობა განსხვავებულია დანარჩენ ორ ოქმში მითითებული ამავე მონაცემისგან), ცარიელი გრაფების დატოვება (ფოთის #15, #33, ზუგდიდის #18, #24, #76: არ ავსებდნენ მათ ნულებით ან ჯვრებით; ფოთის #15 უბნის ცარიელი გრაფები შევსებულია ცესკოს ვებგვერდზე). ოქმის არასწორედ შევსების გამო დაწერილი ახსნა-განმარტებები/შესწორების ოქმები: ფოთის #16 უბნის პროპორციული სიის ცესკოს ვებგვერდზე ატვირთულ ოქმში ჯვარი გადაკეთებულია 1-იანად, რითაც აღდგენილია 100 ხმით დარღვეული ბალანსი, თუმცა მას არ ახლავს შესწორების ოქმი, რის გარეშეც ეს შესწორება უკანონოა. ზუგდიდის #11, #33, #35, #41, #53 და ფოთის #30 უბნებზე მთვლელების მიერ დაწერილია ახსნა-განმარტებები, თუმცა უმეტეს შემთხვევაში არა იმავე დღეს - დათვლისას, არამედ 3 დღის შემდეგ - 18 ივნისს და შეცდომის მიზეზად, ძირითადად, გადაღლილობაა მითითებული. დასკვნა “საუნჯის” მიერ დაფიქსირებული შემთხვევების დიდი ნაწილი ძირითადად არასაკმარისი კვალიფიკაციის და პროცედურების არცოდნითაა გამოწვეული. განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეცდომების რაოდენობა შემაჯამებელ ოქმებში, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ ინფორმაცია შემაჯამებელი ოქმების შევსებისა და მათი დამოწმების/ასლის გაცემის წესების შესახებ. გარდა ამისა, რამდენიმე ფაქტი საგანგაშოა, კერძოდ საუბნო საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს ხელი შეუშალოს დამკვირვებლის მიერ დარღვევების ასახვას და მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევით ხდება პრობლემის მოგვარება. კენჭსყრის დროს და შედეგების დათვლისას გამოვლენილი ცალკეული დარღვევები ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში, იყო არჩევნების შედეგების მანიპულირების მცდელობა. ამიტომ, მოვუწოდებთ ზემდგომ საარჩევნო კომისიებს და შესაბამის უწყებებს, ყურადღება გაამახვილონ და დროულად გამოიძიონ დაფიქსირებული შემთხვევები. აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ დევნილების საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ის,რომ გაუქმებულია დევნილთა ძველი მოწმობის დამტკიცების ფორმა და წესი, ეს თავისთავად არ აუქმებს მის საფუძველზე გამოცემულ მოწმობებს. ეს საკითხი ცალსახად რომ არ იყოს დარეგულირებული კანონმდებლობით, მიუღებელია, კანონის ადამიანის უფლებების საპირისპირო ინტერპრეტაციაც. ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან დევნილების ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა სხვაგანაც მომხდარიყო და დევნილ ამომრჩეველს ხმის უფლება დაეკარგა. ამის თავიდან ასაცილებლად, ცესკოს წინასწარ დეტალური ინსტრუქტაჟი უნდა მიეწოდებინა საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის. როგორც აღვნიშნეთ, დარღვევათა დიდი ნაწილი ტექნიკური ხასიათის იყო და ძირითადად კომისიის წევრების მხრიდან პროცედურების არცოდნით იყო გამოწვეული. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ხარვეზები და შეუსაბამოები შემაჯამებელი ოქმების შევსებისას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ზემდგომმა კომისიებმა მეტი ყურადღება დაუთმონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებას საარჩევნო პროცედურებისა და დამკვირვებელთა უფლებების კუთხით. კანონის გარკვეული რეგულაციები არჩევნების დღის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო. მაგალითად,დღის განმავლობაში არ ხდებოდა სადემონსტრაციო ოქმი სათანადოდ შევსება. ასევე, რიგ უბნებზე ბიულეტენების ნაკლები იყო კანონით მოთხოვნილზე. მნიშვნელოვანია,რომ ზედმიწევნით სრულდებოდეს კანონის მოთხოვნები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონის გარკვეული მოთხოვნა მოძველებულია და ცვლილებას საჭროებს, კანონის ჩანაწერის იგნორირების ნაცვლად, საკანონმდებლო ცვლიელება უნდა განხორციელდეს. არჩევნების დაკვირვება განხორციელდა პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მიერ, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საშუალებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.