დე - ფაქტო აფხაზეთის საპასპორტო - სავიზო სამსახურმა გალში,ოჩამჩირესა და ტყვარჩელში ე.წ. პასპორტების გადამოწმების პროცესი დაიწყო,წერს აფახაზური მედია.
სოხუმის შსს-ს ინფორმაციით მონაცემთა ბაზაში მიმდინარეობს იმ ეთნიკურ ქართველთა დოკუმენტაციის შემოწმება, რომლებმაც ბოლო წლებში ე.წ. აფხაზური პასპორტები აიღეს. პროცესი 30 ივნისამდე გაგრძელდება და საბოლოო შედეგები აფხაზეთის ე.წ. ცესკოს გადაეცემა. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, დოკუმენტაციის მფლობელთა გვარებს ე.წ. საარჩევნო სიებიდან ამოიღებენ, შესაბამისად, ისინი არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. გალში,ოჩამჩირესა და ტყვარჩელში „პასპორტების“ გადამოწმება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები