დღეს, ზუგდიდში პროექტ „ანგარიშვალდებული თვითმმართველობა“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა.
კოალიციურ პროექტს – „ანგარიშვალდებული თვითმმართველობა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივად ახორციელებს. მათ შორის, ასოციაცია „ათინათი“, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი, სიდა, და ა.შ.
პროექტის ხელმძღღვანელების თქმით, დღევანდელი შეხვედრა მოიზანად ისახვდა საზოგადოების ინფორმიერბულობას საკრებულოს წევრთა ანგარიშვალდებულების შესახებ, რომელიც მოქალაქებისთვის წერილობით და საჯაროდ ანგარიშის ჩაბარებას ითვალისწინებს.
„პროექტის ფარგლებში ჩვენ დღეს ვიწყებთ საჯარო შეხვედრებს მოქალაქეებთან. მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივმა საკრებულოებმა უკვე დაამტკიცა დებულება საკრებულოს წევრთა ანგარიშვალდებულების ამაღლებისათვის, რომელიც საკრებულოს წევრებს ავალდებულებს პერიოდულად მოქალაქეებს ჩააბაროს ანგარიში წერილობითი ფორმით საჯარო შეხვედრაზე. ამ ეტაპზე ჩვენ ვახდენთ მოქალაქეების ინფორმირებას, რათა მათ იცოდნენ ამის შესახებ , დასვან კითხვები, მიიღონ მეტი ინფორმაცია და იყვნენ უფრო აქტიურები“, - ამბობს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პაატა კლდიაშვილი.
კოალიციური პროექტი 7 თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ კოალიციური პროექტის -„ანგარიშვადებული თვითმმართვალობა“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი ასოციაცია “ათინათმა“ გააფორმა.
მასალის გამოყენების პირობები