დღეს, ზუგდიდში ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს გენდერულ საკითხებზე კანონში შეტანილი ცვლილებები , საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, ოჯახში ძალადობის პრევენცია და სხვ.
„ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია საზოგადოებაში ოჯახში ძალადობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯები არის, როგორც კანონმდებლობაში , ასევე საზოგადოების მენტალობაში, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც ოჯახში ძალადობა მივიდა ფატალურ შედეგამდე“, - ამბობს ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე გია ხასია.
მსგავსი შეხვედრები ზუგდიდში უკვე მესამე წელია იმართება
მასალის გამოყენების პირობები