25 ივნისიდან აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატების რეგისტრაცია იწყება.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 25 ივნისს დაიწყება და 14 ივლისამდე გასტანს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინოს და ასევე შესაძლებელია, ეს პირი ამ პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყოს.
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დასარეგისტრირებლად აუცილებელია არანაკლებ 2000-სა და არაუმეტეს 2500 ხელმოწერის შეგროვება.
მასალის გამოყენების პირობები