მესტიაში 27 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გ.ხ. მესტიის აეროპორტის დაცვის თანამშრომელი იყო.
ასევე, არსებული ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დანით სასიკვდილო ჭრილობები ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მიაყენა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მკვლელობა გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირიც დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები