რუსეთში გაყიდვაში ოქროს საფარიან iPhone-ს ჩაუშვებენ , რომელზეც რუსეთის პრეზიდენტის ვალდიმირ პუტინის პორტრეტი და სახელმწიფო ჰიმნია გამოსახული. მოწყობილობას, რომელიც იტალიის საიუველირო სახელოსნო Perla Penna-ში დამზადდა და Caviar-ის ბრენდის ქვეშ ვრცელდება, შემქმნელებმა „პუტიფონი“ უწოდეს, წერს გამომცემლობა TJournal , კომპანიის პრეს-რელიზზე დაყრდნობით. . ერთი ასეთი ტელეფონის ღირებულება 147 ათასი რუბლია (დაახლოებით 4,3 ათასი დოლარი). გაყიდვაში სულ 5 iPhone 5S ჩაეშვება, ყოველ მათგანს საკუთარი რიგითი ნომერი ექნება. სმარტფონის უკანა კორპუსი 18 კარატიანი ოქროს საფარითაა დაფარული, მასზე ვლადიმირ პუტინის პორტრეტი და რუსეთის ფედერაციის ჰიმნის ნაწყვეტია გრავირებული. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ექსკლუზიური ტელეფონის მყიდველთა დეფიციტს არ განიცდიან. პოტენციურ მყიდველებს შორის არიან - პატრიოტი ჩინოვნიკები და კომპანიის ტოპ-მენეჯერები.
http://www.bbc.co.uk/
მასალის გამოყენების პირობები