ფრენკ სინატრას მართვის მოწმობა, რომელიც მან ნიუ-ჯერსის შტატში, 19 წლის ასაკში მიიღო, აუქციონზე გაიტანეს. მოწმობაში წერია, რომ ის ძალაშია 1934 წლის 31 დეკემბრამდე. ვინ გადასცა ეს დოკუმენტი აუქციონს - უცნობია. კომპანია RR Auction, ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებისა და მათი ხელმოწერის მქონე ნივთების კოლექციონირებაზეა სპეციალიზირებული. ლოტის გათამაშება 24 ივნისს დაიწყო და 26 ივნისს დასრუდება სინატრას მართვის მოწმობის საწყისი ფასი 2541 დოლარია. აღსანიშნავია, რომ ფრენკ სინატრას ნივთები იშვიათად ხვდება აუქციონზე. გაყიდვის ობიექტებს ძირითადად მისი გამოსვლის აფიშები და ბილეთები, ასევე მომღელის იშვიათი ჩანაწერები წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები