29 ივნისს თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე გაიმართება.ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა, 2014 წლის 29 ივნისს შემდეგ საარჩევნო უბნებში გაიმართება:
№22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები;
№26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი;
№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები;
№40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი;
№55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი;
№57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები;
№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი;
№79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი;
№81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.
მასალის გამოყენების პირობები