აფხაზეთის ცესკომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია დაარეგისტრირა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 24 აგვისტოს იგეგმება.
არჩევნების თარიღი დე ფაქტო პარლამენტმა 31 მაისს მას შემდეგ დანიშნა, რაც ე.წ. პრეზიდენტმა ანქვაბმა ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები