აფხაზური მხარის მიერ 2012 წელს შპიონაჟის ბრალებით დაკავებულ მანუჩარ შონიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
"გუშინ აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 2012 წლის 30 სექტემბერს შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული მანუჩარ შონიას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და მას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა", - წერს აფხაზური მედია.
შეგახსენებთ, რომ გალის მცხოვრები ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები