26 ივნისს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ხობი-I-II , ქვესადგურები: მეფრინველეობა და ხეთა-წევა #17 საყრდენზე სადენების რემონტის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის სოფლებს: დასახლება, ურთა, ძველი აბასთუმანი, საათინო სულ 1659 აბონენტს და ხობის მომსახურეობის ცენტრის სოფელ განთიადი, ხემისკური-I-და ხამისკური-II , სულ 1541 აბონენტს.
26 ივნისს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ მიმდინარე სარემონტო სამუშოების მიზნით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური “საგერგილა”(338 აბონენტი), 14:30 საათიდან 16:00 საათამდე გამოირთვება 35/10 კვ ქვესადგური “ხაიში”(150 აბონენტი), 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება 35/0.4 კვ ქვესადგური “დიზი” (23აბონენტი), 17:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35/0,4 კვ ქვესადგური “ჯორკვარი”(20 აბონენტი), 18:00 საათიდან 19:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური “იფარი”(17 აბონენტი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მესტიის მომსახურეობის ცენტრის სოფლებს: ჭუბერი, ხაიში, დიზი, იფარი, სულ 548 აბონენტს.
მასალის გამოყენების პირობები