ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , რომ საგამოცდო პროცესი დილის 08:00 საათზე დაიწყო და რეგისტრაცია ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო დროის ათვლა კი ყველა საგამოცდო ცენტრში ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.
აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდას აბარებენ. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ოთხ ნაკადად ჩატარდება. დღეს აბიტურიენტების მიღება ორ ნაკადად მოხდება, საგამოცდო ცენტრში 17 000-ზე მეტი აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს.
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას ინფორმაციით, იმდინარე წელს ზუგდიდში სულ 1 487 აბიტურიენტი და 1 600-ზე მეტი პედაგოგი აბარებს გამოცდბებს.
მასალის გამოყენების პირობები