ზუგდიდში, "ვექტორის" დასახლებაში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს წყლის კომუნალური (საერთო) მრიცხველის დამონტაჟების უფლებას არ აძლევენ. დევნილების განმარტებით, ისინი „ენერგო პრო ჯორჯიას“ მრიცხველის დაყენების უფლებას მანამ არ მისცემენ, ვიდრე დევნილთა საამმართველო წყლის მილების პრობლემას არ მოაგვარებს.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ამბობენ, მრიცხველს დავაყენებთ და მილები მერე გამოიცვლებაო, რასაც ხალხი არ ეთანხმება. მილები მთლინად დაზიანებულია და წყალი იღვრება. წყალს სამი საათი ვქაჩავთ და დილით რომ ვდგებით, რეზერვუარში წვეთი წყალი არ არის. ვინ გადაიხდის ამდენ თანხას?“ - უთხრა რადიო „ათინათს“ აფხაზეთიდან დევნილმა ეთერ ფაცაციამ.
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟვანია ამბობს, რომ "ვექტორის" დასახლებაში მცხოვრები დევნილების პრობლემა სამინისტროსთვის ცნობილია და წყლის მილები დაახლოებით ერთ კვირაში გამოცვლება.
„დავრეკე სამინისტროში და მითხრეს, წყლის მილების საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარებული იქნებაო. მიუხედავად ამ დაპირებისა დევნილები ამბობენ, რომ სანამ წყლის მილები არ გამოიცვლება მრიცხველს არ დავაყენებინებთო. დავნილებთან ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება“, - თქვა მალხაზ ჟვანიამ.
"ვექტორის" დასახლებაში მცხოვრებ დევნილებთან ენერგო პრო ჯორჯიასა და დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლებ მოლაპარაკებებს ამ დრომდე აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები