რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში საჭვრეტი სადგურები მოეწყო. ზურულდისა და ცხაკვზაგარის მთებიდან უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ ახლო ხედით იხილონ ზემო-სვანეთის ხეობისა და კავკასიონის ქედის მშვენიერება.
პროექტი რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 70 335 ლარია.
პროექტის განხორციელების პროცესში დასაქმდა ათამდე ადგილობრივი მუშა–ხელი, ამავდროულად საჭვრეტების სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სადგურს მუდმივად ემსახურება 4 ადამიანი. პროექტი გათვლილია 10–12 წელზე.
მასალის გამოყენების პირობები