ზუგდიდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, წალენჯიხის და ჩხოროწყუს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და იძულებით გადადგილებული ბავშვები მთელ დღეს განმუხურის აკვა პარკში გაატარებენ და სხვადასხვა ატრაქციონებზე გაერთობიან. საქველმოქმედო აქციაში სულ 70-მდე ბავშვი იყო ჩართული. ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ აღნიშნა ,რომ მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები