ანაკლიის #32 საარჩევნო უბანზე 16.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებული ამომრჩევლის 37-მა პროცენტმა . ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ანაკლიის #32 საარჩევნო უბანის კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ეფენიამ განუცხადა.
#32 საარჩევნო უბანზე სულ 1 140 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ანაკლიის #32 საარჩვნო უბანზე განმორებითი არჩევნები მიმდინარეობს. ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი. ა/ო „საუნჯეს“ წარმომადგენლის, იაგო ფასანძის განმარტებით, ადგილზე არ იყო საარჩევნო ყუთების ლუქი, თუმცა, მისივე თქმით, ის ცესკოს მიერ დროულად იქნა მოწოდებული და ამ ფაქტს პირველი ამომრჩევლის მიღებისთვის ხელი არ შეუშლია.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის #32 საარჩევნო უბანზე არჩევნების პროცესი 2012 წელს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედამ ცინარა აბულაძემ ჩაშალა. იგი საარჩევნო უბანზე შეიჭრა, ბიულეტენები დახია და საარჩევნო ინვენტარი დააზიანა.
მასალის გამოყენების პირობები