ანაკლიის # 32 საარჩევნო უბანზე, სადაც განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა, „ქართული ოცნების“ განდიდატმა ელგუჯა ესართიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ # 32-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ თეიმურაზ ეფენიამ განუცხადა.
აღნიშნულ უბანზე სულ 1 140 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. კენჭისყრაში 539 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. აქედან, „ქართული ოცნების კანდიდატმა 289 ხმა მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა ლემონჯავამ 231 ხმა. რაც შეეხება, „შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს, ანა ხაბალაშვილს, მას არც ერთი ხმა არ მიუღია.
ანაკლიის #32-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი 2012 წელს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედამ ცინარა აბულაძემ ჩაშალა. იგი საარჩევნო უბანზე შეიჭრა, ბიულეტენები დახია და საარჩევნო ინვენტარი დააზიანა.
მასალის გამოყენების პირობები