რუბრიკები
ანაკლიაში განმეორებითი არჩევნების დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა
ანაკლიაში, სადაც
განმეორებითი არჩევნები მიმდინარეობდა, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივსტები არჩევნებში ელგუჯა ესართიას გამარჯვებას ზეიმობდნენ რა დროსაც ერთერთმა მათგანმა, ალიკო აბსანძემ ცეცხალსასროლი იარაღიდან ჰაერში ისროლა, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარადმჭერების უკმაყოფილება გამოიწვია და სიტყვიერი დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში . სამართალდამცავებმა აბსანძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ აქტივისტის, მაკა კოდუას ინფორმაციით, მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიზიკურად გაუსწროდნენ. პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები