ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ ანაკლიის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი 400 ლარით დააჯარიმა.
კოალიცია" ქართული ოცნების" აქტივისტ გიორგი ღადუას ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციის მუშაკის შეურაცხოფას და დაუმომრჩილებლობას გულისხმობს.
გიორგი ღადუამ დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მან დაკისრებული ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
მასალის გამოყენების პირობები