ბრიტანეთის ელჩი ზუგდიდში მომუშვე არასამთავრობო ოპრგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის რეფორმა მიმოიხილეს.
ადგლობრივმა არასამთავრობოებმა ელჩს ის პრობლემები გააცნეს, რომელთა მოგვარებას საზოგადოება ხელისუფლებისგან ელის.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა აღნიშნა, რომ იგი ზუგდიდში ვიზიტის ფარგლებში ახლადარჩეულ ქალაქის მერ ირაკლი გოგოხიასაც შეხვდა და მისგან მოისმინა წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდის შეფასება, ასევე ის პრობლემები,რომელიც ზუგდიდის მოსახლეობას აწუხებს.
ელჩმა განმარტა,რომ ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში დევნილთა კუთხით არსებული პრობლემები, იგი მიიჩნევს, რომ დევნილბს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
საუბრის დასასრულს ჰოლ ჰოლმა კიდევ ერთხელ გამოთქვა დიდი ბრიტანეტის მხარდაჭერა საქართველოსადმი,რეფორმების გატარების მხრივ.
მასალის გამოყენების პირობები