Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/1-sajaro-skola-jpeg.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/1-sajaro-skola-jpeg.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/1-sajaro-skola-jpeg.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/1-sajaro-skola-jpeg.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ქ. ზუგდიდის ა. წერეთლის სახ. № 1საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი განათლების მინისტრს მიმართავს
მიმართვის ტექსტს რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ" ქ.ზუგდიდის სახელოვანი ტრადიციების მქონე ა.წერეთლის №1 საუკუნოვანი საჯარო სკოლის პედაგოგები მოგმართავთ თხოვნით. უპირველესად გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ იმ გულისხმიერებისათვის, კეთილშობილებისათვის, გულახდილი დიალოგებისა და ჩვენთვის სასიკეთო ინოვაციებისათვის, რაც თქვენგან და საერთოდ ხელისუფლების ახალი კურსიდან ნათლად ვლინდება. ჩვენი სათხოვარი გაპირობებულია გულისტკივილით, რომელიც უკავშირდება იმ ისტორიულ მიწას, წლების მანძილზე რომ ეკუთვნოდა სკოლას. ამ მიწაზე ამჟამად სპორტული მოედანი მდებარეობს. საქმე ისაა, რომ გასულ საუკუნეში იმ ადგილას, სადაც ახლა ეს მოედანია, აღმართული იყო წმ. ნიკოლოზის სახ. საკათედრო ტაძარი. ეს კარგად ახსოვს ძველ ზუგდიდელებს, ასევე საარქივო მასალებიც ამის ნათელი მტკიცებულებაა. აქვე იყო ქალაქის ცენტრალური სასაფლაო. სოციალიზმის ზეობის ხანაში ტაძარი სპორტდარბაზად აქციეს მათ, რომელთა მსოფლმხედველობა აგებული იყო მოწოდებაზე: «მე გადავწყვიტე მთლიანი გულით ახალი ქვეყნის დავრჩე ერთგული! არ გაგიკვირდეს დღეს ეს ცვლილება, არ გაგიკვირდეს, ნუ მეტყვი ჯალათს, მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, რევოლუციამ თუკი მიბრძანა!» ღმრთის სახლი აქციეს სპოტდარბაზად, ხოლო შემდეგ თავად სპორტსმენებმა რაკი დაიწუნეს საასპარეზო არეალის სივიწროვის გამო, მიდგნენ და ტაძარი დაანგრიეს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის ამბავი, რომ ამ ტაძრის კედლებთან დახვრიტეს 1924 წლის აჯანყებაში მონაწილე, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი 8 ადამიანი. ასეთი ისტორიის მქონე ტაძრის ნანგრევები კი უღმერთო ხელისუფლებამ ქალაქის თეატრის ასაშენებლად გამოიყენა. ბუნებრივია, ზუგდიდ–ცაიშის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელსაც მწყემსთავარი გახლავთ მიტროპოლიტი გერასიმე, მუდამ ჰქონდა სურვილი, რომ ნაეკლესიარზე აშენებულიყო ახალი ტაძარი. ღმრთის შეწევნით, გამოჩნდა ქველმოქმედიც, მაგრამ ამ საშვილიშვილო საქმეს წინ აღუდგა განათლების სამინისტროს ძველი ხელმძღვანელობა, რამეთუ მათ უფრო მიზანშეწონილად მიაჩნდათ სკოლის ტერიტორიაზე სპორტული მოედნის აშენება. ცხადია, ბავშვთა აღზრდის საქმეში არავინ უგულებელყოფს ფიზიკური წვრთნის როლს, მით უფრო, რომ სკოლას აქვს ორი დიდი მოედანი და სპორტული დარბაზიც. საქმე ისაა, რომ ამ მესამე მოედანზე ტაძრის აღდგენას სწორედ განათლების იმდროინდელი მესვეურნი წინ აღუდგნენ. ეს იყო 2006–07 წ. მას შემდეგ ამ ნაეკლესიარზე დარბიან ბავშვები, თუმცა უნდა აღინიშნოს, ვისაც ესმის ამ ადგილის მნიშვნელობა, ყოველმხრივ თავს არიდებს აქ თამაშს. არის კატეგორია ადამიანთა, რომელთაც საერთოდ თავი შეიკავებს, ამ სკოლაში ბავშვების შემოყვანაზე ხსენებული მიზეზის გამო. ახლა დრო შეიცვალა, იმედი გაგვიჩნდა,რომ ახალი მინისტრი გულთან ახლოს მიიტანს სკოლის დირექციის, პედაგოგთა, მშობელთა, მოსწავლეთა სურვილს, რომ ეს მიწა გადაეცეს ეკლესიას, რამეთუ როგორც გაირკვა, 7–8 თვის წინ ხსენებული ტერიტორია რესურს ცენტრის შუამდგომლობით, სამინისტროს მითითებით სკოლამ აღნიშნული ტერიტორია გადასცა მასწავლებელთა სახლს, რომელიც ამ ადგილას გეგმავს მასწავლებელთა სახლის აშენებას. ამჟამად სკოლას ჰყავს ახალი დირექტორი, რომელიც ითვალისწინებს პედაგოგთა ინტერესებს. სწორედ მან მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. თავად მან არც კი იცოდა ზემოთხსენებულ ტერიტორიასთან დაკავშირებული ისტორია. მისთვის ეს არც არავის მოუყოლია. ეს ტერიტორია საჯარო რეესტრში როგორც სკოლის ნაწილი, ისე იყო გატარებული, როდესაც მასწავლებელთა სახლს გადაეცა, საჯარო რეესტრშიც მოხდა შესაბამისი ცვლილებები.ერთი მკრეხელობა უკვე ნათელია – ნაეკლესიარზე სპორტული მოედნის აშენება, ახლა მეორე უნდა დაიწყოს – მასწავლებელთა სახლის აგება. გვწამს, თქვენ არ დაუშვებთ ამას. ჩვენი სურვილია, მოხდეს ამ ტერიტორიია გამოთხოვა, დაუბრუნდეს სკოლას, რათა გადავცეთ ეკლესიას. მეფსალმუნე დავითი ბრძანებს: «დასაბამი სიბრძნისა – შიში უფლისა.» სკოლაში ხომ უპირველესად ეროვნული ტრადიციებისა და ღირსეული წარსულის გამგრძელებელი თაობა უნდა აღიზარდოს, რომელმაც იცის :» ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო.» ჩვენც ამ მრწამსით უნდა ვიღვაწოთ. იმედი გვაქვს, რომ შეგვეწევით ისტორიული სამართლიანობის აღდგენის საქმეში, თქვენი აქტიური მხარდაჭერით ეკლესიას დაუბრუნდება კუთვნილი მიწა, სადაც მომავალში აშენდება ტაძარი სადიდებლად ღმრთისა და საცხოვნებლად ჩვენი სულისა. პატივისცემით სკოლის პედაგოგიური კოლექტივი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.