გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი დააჯარიმეს. რუმინეთის მოქალაქეს 65 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
მიზეზი მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ფოთის პორტის ნავმისადგომთან, ზღვაში ნავთობშემცველი წყლების ჩაღვრის ფაქტია.
აღნიშნული ქმედების გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამსახურმა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულმა მთავარმა სამმართველომ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა.
მასალის გამოყენების პირობები