ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს რადიო "ათინათი"უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ზუგდიდის საზოგადოებრიობისათვის ცნობილი გახდა, ჩვენს ქალაქში იგეგმება მასწავლებელთა სახლის მშენებლობა. ასეთი ინიციატივა მისასალმებელია, მით უფრო, როდესაც საქმე მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას ეხება. ქალაქის საზოგადოებრიობა იწონებს მასწავლებელთა სახლის ზუგდიდში მშენებლობის იდეას. გვინდა მოგახსენოთ, რომ მასწავლებელთა სახლის მშენებლობა, რომელიც დაგეგმილია ზუგდიდის 1-ლი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადრე აქ იყო განთავსებული ქალაქის საკათედრო ტაძარი და სასაფლაო. ეს ფაქტი დასტურდება როგორც ისტორიული წყაროებით, ასევე უხუცესთა გადმოცემით. ეს ტაძარი, როგორც სხვა მრავალი ეკლესია-მონასტერი დაინგრა ათეისტური პერიოდის დროს.
მიგვაჩნია, რომ იმ ადგილზე, სადაც ძველი ტაძრის საძირკველი, საკურთხეველი და წინაპართა საძვალეა, ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი სახის საერო დაწესებულების განთავსება.
ზუგდიდში შესაძლებელია შესაბამისი ტერიტორიის მოძიება თქვენი კეთილშობილური იდეის განსახორციელებლად. საერო და სასულიერო წრეების ერთობლივი ძალისხმევა და აზრთა გაზიარება ყოველთვის იყო და არის ქართული სახელმწიფოს წარმატების, ამავე დროს, ნებისმიერი ახალი იდეისა თუ ინიციატივის განხორციელებისა და კეთილად დასრულების საწინდარი.
პატივისცემით,
1) ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
2) საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარე
3) ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს ხელმძღვანელი
4) ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე
5) მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიშის“ დირექტორი
6) საზოგადოებრივი აზრის დარბაზის სპიკერი
7) ცოტნე დადიანის დარბაზის თავმჯდომარე
8) ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ დირექტორი
9) ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელი
10) ზუგდიდის განვითარების ფონდი "ერთსულოვნების" პრეზიდენტი
11) ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი
12) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი
13) ასოციაცია „გაენათის“ დირექტორი
14) ასოციაცია „განათლების სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე
15) სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
მასალის გამოყენების პირობები