Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/tamar-sanikidze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/tamar-sanikidze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/tamar-sanikidze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/tamar-sanikidze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
განათლების სამინისტრომ ზუგდიდელების თხოვნა დააკმაყოფილა
რამდენიმე დღის წინ, განათლების მინისტრს,  თამარ სანიკიძეს,  ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ წერილი გაუგზავნა. სადაც იგი  ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამინისტროს მიერ დაგეგმილი მასწავლებელთა სახლის მშენებლობის, ალტერნატიული ადგილით შეცვლას ითხოვდა. რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე ადრე განთავსებული იყო  ქალაქის საკათედრო ტაძარი და სასაფლაო. რაც ისტორიული წყაროებით არის დადასტურებული. მიტროპოლიტთან ერთად, წერილს საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარე, ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს ხელმძღვანელი, ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი "ოდიშის" საზოგადოებრივი აზრის დარბაზის სპიკერი, ცოტნე დადიანის დარბაზის თავმჯდომარე,  ტელერადიოკომპანია "ოდიშის" დირექტორი, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელი, ზუგდიდის განვითარების ფონდი "ერთსულოვნების" პრეზიდენტი, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი,  ასოციაცია „გაენათის“ დირექტორი, ასოციაცია „განათლების სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე, სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ადგილობრივი მოსახლეობა  აწერდა ხელს. აპირებს თუ არ განათლების სამინისტრო, ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც ადე ეკლესია და სასაფლაო იყო, მასწავლებელთა  სახლის მშენებლობას, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" სამინისტროს დაუკავშირდა. "გაირკვა, რომ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც მასწავლებელთა  სახლის მშენებლობას ვგეგმავდით,  ადრე ეკლესია და სასაფლაო იყო. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მშენებლობისთვის ალტერნატიული ადგილი მოიძიოს", _ გვითხრეს განათლების სამინისტროში. "გურია ნიუსი" შეგახსენებთ და უცვლელად გთავაზობთ, ზუგდიდელების განცხადებას: "როგორც ზუგდიდის საზოგადოებრიობისათვის ცნობილი გახდა, ჩვენს ქალაქში იგეგმება მასწავლებელთა სახლის მშენებლობა. ასეთი ინიციატივა მისასალმებელია, მით უფრო, როდესაც საქმე მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას ეხება. ქალაქის საზოგადოებრიობა იწონებს მასწავლებელთა სახლის ზუგდიდში მშენებლობის იდეას. გვინდა მოგახსენოთ, რომ მასწავლებელთა სახლის მშენებლობა, რომელიც დაგეგმილია ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადრე იყო განთავსებული ქალაქის საკათედრო ტაძარი და სასაფლაო. ეს ფაქტი დასტურდება როგორც ისტორიული წყაროებით, ასევე უხუცესთა გადმოცემით. ეს ტაძარი, როგორც სხვა მრავალი ეკლესია-მონასტერი დაინგრა ათეისტური პერიოდის დროს. მიგვაჩნია, რომ იმ ადგილზე, სადაც ძველი ტაძრის საძირკველი, საკურთხეველი და წინაპართა საძვალეა, ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი სახის საერო დაწესებულების განთავსება. ზუგდიდში შესაძლებელია შესაბამისი ტერიტორიის მოძიება თქვენი კეთილშობილური იდეის განსახორციელებლად. საერო და სასულიერო წრეების ერთობლივი ძალისხმევა და აზრთა გაზიარება ყოველთვის იყო და არის ქართული სახელმწიფოს წარმატების, ამავე დროს, ნებისმიერი ახალი იდეისა თუ ინიციატივის განხორციელებისა და კეთილად დასრულების საწინდარი. ღრმად გვწამს, რომ თქვენ გულისხმიერებით მოეკიდებით ჩვენს მიმართვას და მასწავლებელთა სახლის მშენებლობისთვის შეარჩევთ შესაფერის ადგილს, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს წარსულს და შევქმნათ ღირსეული მომავალი", _ ნათქვამია განცხადებაში.
 http://gurianews.com
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.