ზუგდიდში, დღეს პროექტის - "სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის ოფისის შესაძლებლობების გაძლიერება" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ბულგარეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული,რომლის მიზანია, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერება, რეგიონში არსებული პრობლემების შესწავლა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიტანა,ადამიანის უფლებებთა და თავისუფლებათა დაკავშირებით შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ასევე კონკრეტული ქეისების შესწავლა და სახალხო დამცველის აპარატის მანდატის ფარგლებში მათზე რეაგირება.
პროექტი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, მას კოორდინირებას ანა ქოჩუა გაუწევს, საკონტაქტო პირები ფოთში, ზუგდიდსა და გალში იმუშავებენ.
პროექტის პრეზენტაციას სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე, ბულგარეთის ელჩი საქართველოში პლამენ ბონჩევი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები