ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოს პირველი სხდომების მოწვევის შესახებ განკარგულებას კენჭი უყარა. ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს პირველი სხდომები გაიმართება 14 ივლისს და 2 აგვისტოს.
ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დაასახელა 4 ქალაქი და 4 მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს პირველი სხდომები ჩატარდება 2 აგვისტოს. კერძოდ, ეს არის ქ. თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი, ქ. მცხეთის საკრებულო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ გორის საკრებულო და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ ოზურგეთის საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
დანარჩენ ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდიში საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები