დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ქალაქ ასიზის ეროვნულმა კოლეჯმა „ნეაპოლის პრინცი“,
თანამშრომლობის შესახებ ოქმს მოაწერეს ხელი.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, უახლოეს დროში ქ.ასიზიში სასწავლებლად გაემგზავრება სტუდენთა ჯგუფი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის მიმართულების სპეციალობებს ეუფლება. ერთი წლის განმავლობაში ისინი ანალოგიური პროგრამით იტალიაში გაივლიან სწავლებას, ამასთან იტალიურ ენასაც დაეუფლებიან.
ოქმის ხელმოწერა, ჰუმანიტარულ სფეროში საერთაშორისო ურთიერთქმედების ხელშეწყობისათვის, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყებისა და დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალისხმევის შედეგია, წერს აფსნიპრესი.
მასალის გამოყენების პირობები