აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში იტალიელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას "აპსნი რუ" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფირმა "ბომაკოსა" და "სარტეკის" პრეზიდენტ ფრანჩესკო ლო უდიჩეს ადგილობრივი დიპლომატები მასპინძლობდნენ, საუბრის მთავარი თემა კი იტალიის ბიზნესწრეებსა და ოფიციალურ სოხუმს შორის ურთიერთობების გაღრმავება იყო.
გუშინ "აპსნი რუმ" ინფორმაცია იტალიურ ასიზის კოლეჯსა და აფხაზეთის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმების შესახებაც გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები