ზუგდიდში გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ბაზრის მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა, დაახლოებით, ერთი საათით გადაკეტეს. მათ გზაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები დაალაგეს, რასაც სამართალდამცავებსა და მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი დაპირსპირება მოჰყვა. ბაზრის შიდა მოვაჭრეებმა აქცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ზუგდიდის გამგეობისგან გარევაჭრობის აკრძალვის დაპირება მიიღეს.
ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებმა მსგავსი მოთხოვნით აქცია გუშინაც გამართეს.
ცნობისთვის, ზუგდიდში გარევჭარობა რამდენჯერმე აიკრძალა, თუმცა უშედეგოდ.
მასალის გამოყენების პირობები